შესახებ
მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია.
ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია
წმ. კონსტანტინეს ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას.
იგი აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება აფსიდით, სადაც ორი ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში გაჭრილია სარკმლები.
მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ქვის მონოლითითაა გადახურული.
ეკლესიის ცენტრში დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტვიფრავთ.
ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.