Blog

წმინდა დემეტრეს ეკლესია

შესახებ

თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. ტაძარს შემოვლებული აქვს მეგალითური გალავანი, რომელსაც ჰქონდა ქვის მონოლითით გადახურული შესასვლელი, თუმცა ამჟამად ჩამოშლილია.
მეგალითი უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობაა (დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები), რომელიც გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში.

არქიტექტურა
სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობაშიც გამოყენებულია მეგალითური ნაგებობის ქვები. ტაძარი გეგმაში მართკუთხა დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდში ორი ნიშია. საკურთხეველში დევს ტრაპეზის ქვა. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმლები.

აღმოაჩინე

Login

Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in

Address

184 Mayfield St. Hopewell
Junction, NY 12533

Phone

Email