Blog

Kldekari

About

კლდეკარი — ისტორიული ციხესიმაგრე თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).

ციხე აგებულია მე-9 საუკუნეში. ლიპარიტ ბაღვაშის მიერ. ეს ტერიტორია მე-9-11 საუკუნეებში კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო. სტრატეგიული მდებარეობის გამო ამ ციხესთან არაერთხელ დამარცხებულა მტრის ურიცხვი არმია. ციხე აუღებელი იყო მანამ, სანამ თავად მეფემ მეციხოვნეებს არ აღუთქვა, რომ განდგომილ ლიპარიტ ბაღვაშს ცოცხალს დატოვებდა.

Discover

Login

Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in

Address

184 Mayfield St. Hopewell
Junction, NY 12533

Phone

Email