Blog

Petrograph of Trialeti

About

Period:
• ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები >> ადრე ბრინჯაოს ხანა ძვ. წ. 3500-2500.
• შუა ბრინჯაოს ხანა _ ძვ.წ. მე-3 ათასწ. მე-2 ნახევარი – ძვ.წ. მე-17 ს.

თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. განთიადთან (ყოფილი სოფ. თაქ-ქილისა), მდ. ქციის მარჯვენა შენაკადის, მდ. ავდრის ხევის ხეობაში. ხეობა შედგება ოთხი ფსევდოტერასისგან, რომელთა წარმოშობა აიხსნება აქ განვითარებული გვიანპლეისტოცენური ასაკის ანდეზიტო-ბაზალტების ოთხი ლავური ნაკადისა და მათ შორის მოქცეული ეროზიისადმი ნაკლებად გამძლე ქანების არათანაბარი გადარეცხვით.

ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით. სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა.

კლდის ზედაპირზე პანოები დაახლოებით 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც არის ამოკაწრული. პანოებზე ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული: კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა.

გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებებია ასახული. აქვეა სხვადასხვა ზომისა და სიღრმის შტრიხები. გვხვდება მახეში გაბმული ცხოველებიც. ანთროპომორფული ფიგურები წარმოდგენილია სამი მონადირის – მშვილდ-ისრიანი პატარა კაცუნების სახით. ნახატები მცირე ზომისაა (დაახლ. 2,5 – 18-20 სმ შორის), ძირითადად 1-2 მმ სიგანისა და სიღრმის. სულ ასამდე ნაკაწრი-ნახატია გამოვლენილი, რომელთა შორის ცხოველთა პარციალური გამოსახულებებიცაა ჩართული.

სქემატურად შესრულებული, მარტივი ხერხებით გადმოცემული ფიგურების იდენტიფიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ოსტატურადაა დაჭერილი მათთვის დამახასიათებელი კონფიგურაციები თუ დეტალთა ამსახველი ნიუანსები. პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და ჩანს, პატარა ხრამის ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა.

Discover

Featured თრიალეთის პეტროგლიფები და ჩაძირული სოფელი
8 hours4
2
Sunken village
25
Explore

Login

Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in

Address

184 Mayfield St. Hopewell
Junction, NY 12533

Phone

Email