წალკის (დაშბაშის) კანიონი და უძველესი ნამოსახლარები








ფასი
პერიოდი
ასაკი (მინ)
შესახებ
ტურის ფარგლებში მოინახულებთ ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მოინახულებთ წალკის (დაშბაშის) კანიონსა და მდინარე ჩილჩლის კანიონს, რომლებიც გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და ჩანჩქერების სიმრავლით. ასევე, მოინახულებთ სოფელ ბეშთაშენის უძველეს, პრეისტორიულ ნამოსახლარებს და მათ ნაფუძარზე აგებულ ტაძრებს, რომელთა ქვებზე შემორჩენილია ძველი ქართული დამწერლობის არაერთი ნიმუში.
ტურის გეგმა
10:00-12:00
წალკის (დაშბაშის) კანიონი
12:00-12:30
წმ. გიორგის ტაძარი (მე-11 საუკუნე)
12:30-13:00
წმ. მარიამის ეკლესია (მე-9 საუკუნე)
13:00-13:40
სადილი
14:00-14:30
მდ. ჩილჩილის კანიონი
14:30-15:30
ბეშთაშენის ჩანჩქერი (თავისუფალი დრო ფოტოსესიისთვის)
16:00- 17:00
სოფ. ბეშთაშენის განვითარებული შუა საუკუნეების ტაძრები
17:00-18:00
მეგალითური ნაგებობები და ნამოსახლარები (ძვ.წ.აღ მე-14 საუკუნე)
რა შედის / არ შედის
- კომფორტული ტრანსპორტი, გიდი.
- წალკის (დაშბაშის) კანიონზე შესვლის ბილეთის საფასური 11 ლ საქართველოს მოქალაქეებისთვის და 19 ლ უცხოელი ვიზიტორებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია
ტურის ფარგლებში სანახავი ობიექტები:
- წალკის (დაშბაშის) კანიონი
- წმ. გიორგის ტაძარი (მე-11 საუკუნე)
- წმ. მარიამის ეკლესია (მე-9 საუკუნე)
- მდ. ჩილჩილის კანიონი
- ბეშთაშენის ჩანჩქერი
- სოფ. ბეშთაშენის განვითარებული შუა საუკუნეების ტაძრები
- მეგალითური ნაგებობები და ნამოსახლარები (ძვ.წ.აღ მე-14 საუკუნე)
სირთულე
ტური არის საშუალო სირთულის, არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. ტურის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ფეხით გაივლით დაახლოებით 3 მოგიწევთ აღმართების ავლაც.
გასათვალისწინებელი ინფორმაცია
ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი და ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი.