სერვისის შესახებ
თუ გიყვართ მოგზაურობა დამოუკიდებლად, გიდის გარეშე, უფრთხილდებით ბიუჯეტს, მაშინ ეს სიახლე ქართულ ბაზარზე სწორედ თქვენთვისაა. Discover Tsalka გთავაზობთ აუდიო ტურს, რომელიც გულისხმობს მოგზაურობას გიდის გარეშე. თქვენ გადმოგეცემათ სასურველი მოსანახულებელი ლოკაციის ელ. რუკა და ღირსშესანიშნაობის აუდიო აღწერა, ასვე ფოტომასალა, თუ რა ლოკაციაზე მიდიხართ. ინფორმაცია იმდენად დაწვრილებითი და ზუსტია, რომ არ გაგიჭირდებათ ადაპტირება. მთავარია გქონდეთ ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობა. სმარტფონი, პლანშეტი, ლეპტოპი.