ტური ნარდევანის ციკლოპურ ციხეზე

ტურის ფარგლებში დაათვალიერებთ ნარდებანის ციკლოპურ ნაგებობებს,რომელიც პრეისტორიული ხანისაა და საკმაოდ დიდ მანძილზეა გადაჭიმული. თუ გიზიდავთ სიძველეების აღმოჩენა, მაშინ ეს ტური სწორედ თქვენთვისაა. ის ჯერ ჯიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის თქვენ შეგიძლიათ პირველებმა მოინახულოთ აღმოაჩნოთ მისი იდუმალება და გააცნოთ გარესამყაროს. 

ტურის ფარგლებში მოინახულებთ განვითარებული შუა საუკუნეების ტაძარს სოფ. ნარდევანში და მეგალითურ ნაგებობებს

პიკნიკი წალკაში

თუ გსურთ მეგობრებთან ერთად დაისვენოთ მყუდრო და სუტა გარემოში, მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ სუფთა ჰაერითა და გარემოთი მაშინ, უნდა ეწვიოთ ყიზილქილისის წმ. სოფიას ტაძარს. აქ შეძლებთ განტვირთვას, ისარგებლებთ ინფრასტუქტურით და გაატარებთ სასიამოვნო დროს. შესაძლებელია ბავშვებთან ერთად სტუმრობა. საუკეთესო პერიოდია გვიანი გაზაფხული, ვინაიდან ფიჭვის მტველობის პერიოდი დგება და მთელი დღეს გაატარებთ სამკურნალო მიზნებისთვისაც.

თრიალეთის პეტროგლიფები და ჩაძირული სოფელი

ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ თრიალეთის კულტურის ნაწილს, პეტროგლიფებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე უწყვეტი ცხოვრების კვალზე და მის განვითარებაზე მოწმობს. პეტროგლიფები გაბნეულია ფერდობზე და თავად მოირგებთ მკვლევარის როლს და აღმოაჩენთ უძველეს ნახატებს ქვებზე. შემდეგ გაემგზავრებით ჩაძირულ სოფელთან, სადაც ტაძარი ჯერ კიდევ მოჩანს, ნახევრად წყალშია. ასევე, მოინახულებთ გარუყლაპის ნამოსახლარის სახელით ცნობილ, პრეისტორიულ ნამოსახლარსა და დარანს, სამალავს.

ავრანლოს (თეზი) მეგალითური ციხე და ბერთას მონასტერი

ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ ჩრდილოეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრეისტორიულ მეგალითურ ციხეს (ძვ.წ აღ. მე-2 ათასწლეული) სამიარუსიან ნაგებობას, დატკბებით ავრანლოს კანიონის ულამაზესი ხედებით. მოინახულებთ ლეგენდებით სავსე რეხას, რომელიც ერთადერთი სოფელია, რომელიც აოხრებას გადაურჩა. მოინახულებთ პრეისტორიულ ქვას, რომელსაც წარმართული კულტურის ნაკვალევი დღესაც ამჩნევია. მოილოცავთ ბერთას მონასტერს და დალევთ სამკურნალო წყალს. 

თეჯისის მენჰირი და კლდეკარის ციხე

ტურის ფარგლებში თქვენ, თბილისიდან  1,5 საათში აღმოჩნდებით  პრეისტორიულ სამყაროში და პრეისტორიიდან იმოგზაურებთ მე-9 საუკუნეში. თვალწინ წარმოგიდგებათ ულამაზესი ხედები და კლდეკარის სამთავროს დიდებას გადაავლებთ თვალს, კლდეკარის ციხის ნანგრევებიდან. ნახავთ, მის სტრატეგიულ მდებარეობას, ბუნებრივ და ხელოვნურ ზღუდეებს. საქართველოს ციხეებიდან, ერთ-ერთი აუღებელი სიმაგრე. ასევე, მოინახულებთ პრეისტორიულ მენჰირსა და მეგალითებს. მოილოცავთ უძველეს ტაძრებში, სადაც ძველი ქართული წარწერებია შემორჩენილი.

წალკის (დაშბაშის) კანიონი და უძველესი ნამოსახლარები

ტურის ფარგლებში მოინახულებთ ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მოინახულებთ წალკის (დაშბაშის) კანიონსა და მდინარე ჩილჩლის კანიონს, რომლებიც გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და ჩანჩქერების სიმრავლით. ასევე, მოინახულებთ სოფელ ბეშთაშენის უძველეს, პრეისტორიულ ნამოსახლარებს და მათ ნაფუძარზე აგებულ ტაძრებს, რომელთა ქვებზე შემორჩენილია ძველი ქართული დამწერლობის არაერთი ნიმუში.